FAQ
ხშირად დასმული კითხვები
ღირებულებას ვთვლით ობიექტის დათვალიერების შემდეგ. ვზომავთ სივრცეს, ვაფიქსირებთ არსებულ მდგომარეობასა და ტექნიკურ შეზღუდვებს, შემდეგ ვადგენთ ხარჯთაღრიცხვას პოზიციების დონეზე — სამუშაოები და მასალები ცალ-ცალკე. ონლაინ გამოთვლას შეგნებულად არ ვთავაზობთ: ერთი და იმავე ფართობის ბინებს ხშირად სრულიად განსხვავებული ბიუჯეტი სჭირდება.
მწვანე კარკასი ყველაზე მომზადებულია — გამყოფი კედლები, მოჭიმული იატაკი და ინჟინერია უკვე შესრულებულია, რჩება მოპირკეთება. თეთრი კარკასი დამატებით მოსამზადებელ სამუშაოებს მოითხოვს. შავი კარკასი ნიშნავს, რომ გამყოფი კედლები, მოჭიმული იატაკი და ინჟინერია ნულიდან კეთდება — შესაბამისად ეს ყველაზე დიდი მოცულობაა.
ნებისმიერი ბინის რემონტის ვადის განსაზღვრა ხდება დამკვეთის მოთხოვნისა და სამუშაოს მოცულობის შესაბამისად. კონკრეტული პერიოდი ანგარიშდება წინასწარ და გათვალისწინებულია ხელშეკრულებაში.
დიახ. ინტერიერის დიზაინი ჩვენთვის დამოუკიდებელი მიმართულებაა. სამუშაო დოკუმენტაცია ისეა შედგენილი, რომ მისით ნებისმიერმა კვალიფიციურმა სამუშაო ჯგუფმა იმუშაოს. სურვილის შემთხვევაში დავამატებთ საავტორო ზედამხედველობას.
როგორც შევთანხმდებით. მასალა შეიძლება შეიძინოთ თქვენ ან ჩვენ — ორივე ვარიანტი შესაძლებელია და პირობა ხელშეკრულებაში ფიქსირდება. ნებისმიერ შემთხვევაში ვამზადებთ დეტალურ სპეციფიკაციას და ვაკონტროლებთ მიწოდების გრაფიკს, რომ სამუშაო არ შეჩერდეს.
ანგარიშსწორება ეტაპობრივია. თითოეული ეტაპი ბარდება ჩამონათვალითა და ფოტოფიქსაციით, გადახდა კი მიღების შემდეგ ხდება. კონკრეტული გრაფიკი ხელშეკრულებაში ფიქსირდება.
დაგეგმარება, მუდბორდი, ფერისა და მასალის პალიტრა, 3D ვიზუალიზაცია, სამუშაო ნახაზების ალბომი (იატაკი, ჭერი, ელექტრობა, სანტექნიკა, კედლების განლაგებები, კვანძები) და ავეჯის სპეციფიკაცია. პაკეტის შემადგენლობა ხელშეკრულებაში ფიქსირდება.
ლოკალური სამუშაოებისთვის — შესაძლებელია ეტაპობრივი გრაფიკით. სრული რემონტისთვის არ არის რეკომენდებული: მტვერი, ხმაური და ინჟინერიის გათიშვა ცხოვრებას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის.
ძირითადად თბილისსა და მის შემოგარენში ვმუშაობთ. სხვა ლოკაციაზე ცალკე შევთანხმდებით — ლოგისტიკა ხარჯთაღრიცხვაში ცალკე პოზიციად ჩანს.
იმიტომ, რომ ონლაინ გამოთვლა თითქმის ყოველთვის ცდება. ბინის მდგომარეობა, ინჟინერიის ხარისხი, ჭერის სიმაღლე და მასალების არჩევანი ბიუჯეტს რამდენჯერმე ცვლის. ჩვენ ვირჩევთ დათვალიერებას და რეალურ ხარჯთაღრიცხვას.